Friday, September 26, 2008

თოვლი მეგობარს :)

მანქანა. მუსიკა. ტბილა. ეწევი გემრიელ სიგარეტს, გემრიელად. გზა ადის ნელ-ნელა ზევით, ზევით. რაც უფრო ზევით ადიხარ გარშემო ემატება სითეთრე.... ეს თოვლია! გარშემო თითქმის არა-ფერი არ არის თეთრის გარდა.მხოლოდ ზევით რომ ახედავ ცისფერი... არა, ლურჯი ცაა. და იცვლება მუსიკა. გზა წვრილდება და ხდება ცოტა საშიშიც, მაგრამ წინ ხომ უფრო ბევრი ლამაზი თოვლია. დარჩა სულ ნახევარი საათი. გეძინება. არაა, თვალებს ვერ ხუჭავ. გარშემო ხომ ის არის რაც შენ ძალიან გინდა! :) თოვლი...... თოვლი და კიდევ ბი ის რაგაც რაც შენშია მხოლოდ და არავინ იცის შენს გარდა.....
ზემოთ მთის წვერზე გამოჩნდა პატარა ხის სახლი. მიიწევთ ზევით და ზევით.
და გადაიშალა შენ წინ....ულამაზესი თოვლიანი ველი, პატარა ხის სახლებით.
ერთი სახლის გასაGები შენ ჯიბეშია......
ზევით ლურჯი ცა.... და ქვევით თეთრი თოვლი......
ეს შენია!

3 ახალი კომენტარი:

Joseph said...

:)

Anonymous said...

:love: :wow:

minda tovli bevri sashinlad....

aauh ....

მარიამ ბლანკი¹³ said...

dawere vici gaqvs dasaceri da ar cer!!!

sizarmacis da ragac suleluri stopebis gamo!!!

daweeeree!!!