Monday, December 1, 2008

6 დეკემბერი


დეკემბერი დადგაო, ტალახს წყალი ჩადგაო.
6 დეკემბერს შეჯიბრია, აბა ხალხი ადგაო.

მობრძანდით და თქვენით სცადეთ
მანქანებით გავლაო

Tuesday, November 18, 2008

უუუუ

ხვალ ჩამოდის მეგობარი რომელიც 14 წელი არ მინახიააა. ფანტასტიური რამეა, გრძნობა რჩება... რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს. მეგობრობა....

Friday, October 31, 2008

კარგია

კვირას გვაქვს შეჯიბრი, ბევრი ტალახი და ექსტრიმი!
იფფფფ :) :)

Friday, September 26, 2008

თოვლი მეგობარს :)

მანქანა. მუსიკა. ტბილა. ეწევი გემრიელ სიგარეტს, გემრიელად. გზა ადის ნელ-ნელა ზევით, ზევით. რაც უფრო ზევით ადიხარ გარშემო ემატება სითეთრე.... ეს თოვლია! გარშემო თითქმის არა-ფერი არ არის თეთრის გარდა.მხოლოდ ზევით რომ ახედავ ცისფერი... არა, ლურჯი ცაა. და იცვლება მუსიკა. გზა წვრილდება და ხდება ცოტა საშიშიც, მაგრამ წინ ხომ უფრო ბევრი ლამაზი თოვლია. დარჩა სულ ნახევარი საათი. გეძინება. არაა, თვალებს ვერ ხუჭავ. გარშემო ხომ ის არის რაც შენ ძალიან გინდა! :) თოვლი...... თოვლი და კიდევ ბი ის რაგაც რაც შენშია მხოლოდ და არავინ იცის შენს გარდა.....
ზემოთ მთის წვერზე გამოჩნდა პატარა ხის სახლი. მიიწევთ ზევით და ზევით.
და გადაიშალა შენ წინ....ულამაზესი თოვლიანი ველი, პატარა ხის სახლებით.
ერთი სახლის გასაGები შენ ჯიბეშია......
ზევით ლურჯი ცა.... და ქვევით თეთრი თოვლი......
ეს შენია!

2გამრავლებული0=0

უკვე 5 საათი დაიწყო....დრო.........
ყველაზე ცუდი ისაა რომ მეტირება და ვერ ვტირივარ..... რატომ არის ხოლმე რომ, როდესაც მინდა რომ ადამიანმა სიტბო გამოხატოს (მინდა და მჭირდება) მაშინ მიდის ხოლმე? ეს ჩემი ბრალია. არ მიყვარს წუწუნი..... რატომგაც მგონია რომ მე თუ ვგრძნობ და ვხვდები სხვაც უნდა მიხვდეს...... ვერ ვიტან სიტყვას უნდა! არავინ არაფერი არ უნდა! უბრალოდ სასიამოვნოა.........
არასოდეს არ მოითხოვო ის სხვისგან რისი გაკეთებაც შენ შეგიძლია მისთვის.......
ფიიიიი მართლა რა ხასიათზე ვარ :) :)))))))))))

Sunday, September 21, 2008

საჰაერო ბუშტი!

დანახვა....გაცნობა....ურთიერთობა. შეიძლება ესეც
ურთიერთობა...გაცნობა..... დანახვა......

Wednesday, September 3, 2008

Machapuchare

ეს არის 2ადამიანის მიერ დანახული და განცდილი Machapuchare!

Jokey: Machapuchare



ჩემი ოცნება-კატმანდუ და იქიდან....
მთელი გზა თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მგონი ამტკივდა კიდეც. როგორ უნდა გააჩერო როდესაც ირგვლივ შენი ოცნების ადგილებია. რა თქმა უნდა ზოგი ემთხვევა შენს წარმოდგენებს, ზოგი არა. ჰაჰაჰააა.... თან მგონი ირაკლის მარჯვენა მხარეს ნეკნები ცოტა არ იყოს მივულეწე, წამდაუწუმ იდაყვი ერჭობოდა ნეკნებში, "აქეთ გამოიხედე, იქით გაიხედე". ჩვენ რამოდენიმე თვით ადრე გადავწყვიტეთ ერთად წამოვსულიყავით. იმდენი ვიბაასეთ აქეთურობაზე რომ..... აქ ვართ!

ხანდახან როგორი კარგია რომ არ გესმის მასპინძლების ენა, ხარ მშვიდად შენ ფიქრებთან ერთად. ნუ ხო, ირაკლი ბაასობს ინგლისურად, მე ეგეც არ მაწუხებს. ვთქვი რომ არ ვსაუბრობ და რომ გავიგო რას საუბრობენ ყურები უნდა ვცქვიტო.თუ მომინდება რა თქმა უნდა.
მგონი ხმა წავიდა, აღარც მუჯლუგუნი გამხსენებია...... ღმერთო ჩემო.... ეს ვინ არის???? ამას სილამაზეც აღარ ქვია.... მომაჯადოვა....დრომაც დამტოვა..... აღარც მესმის და ვეღარც ვგრძნობ.
თურმე მერე ვიგრძენი რომ მეც ჩამემტვრა ნეკნები ოღონდ მარცხენა მხარეს. ეს უკვე ირაკლი იყო რომელიც ჩემნაირად ხმას ვეღარ იღებდა, მაგრამ მოძრაობის უნარი კიდევ შერჩენოდა.

Machapuchare.... აი აქ შეიძლება მოვკვდე კიდეც. ეს ის ფრაზაა რომელიც ამომდის ხოლმე ზე-სილამაზეს რომ ვხედავ
.
ღმერთო რა საოცრებაა..... როგორ მინდა შევეხო,მოვეფერო,ვისაუბროთ. ეს ზე-სილამაზეები იმდენ სიძლიერეს და ენერგიას გამოსცემენ....
მხოლოდ უნდა აიღო. ხო დამავიწყდა, ერთი პირობით... თუ ძალიან გიყვარს! და თუ გიყვარს გესმის კიდეც.....ოლააა აი, მაშინ იწყება თავდავიწყება... ის გესაუბრება, გეფერება, გელამუნება, გიხუტებს, გიცავს, გაჩვენებს.......
და ამის მერე ვინ იტყვის რომ ქვა მხოლოდ ქვაა და თანაც უსულო???
უუჰჰჰ, სულ დამავიწყდა ჩემი ნეკნები და ირაკლი. მაპატიებს მეგობარია!

ედელვეისი-საოცარია!
სანამ ვნახავდი სულ სხვანაირი მეგონა, ლამაზი. არა ლამაზიც შეიძლება იყოს .....საოცრება!!! ყვავილს როდესაც გჩუქნიან, თანაც თავისი ხელით დაკრეფილს ესეც.....ზე-სილამაზეა! თმაში მაქვს ჩამაგრებული ეს საოცრებები და გახვეული ვარ ამ ზე-სილამაზეში!
კარგია აღარ მივდივართ მანქანით. გადაადგილებისთვის მოვიხმართ საკუთარ ფეხუჩებს. ემოციები ყურებიდანაც გადმომდის. ირაკლიბედნიერია. ჩემი ორივე ხელი მის ყურებზეა აწებებული.ააა ტყლაფ.... ტბაში. ცოტა გავგრილდი არა მარტოფიზიკურად. ვაშაააა
ისევ ირაკლი...მას მგონი არც სძინებია. მე მეძინა.ძალიან ფრთხილად გამაღვიძა.....მისი ხმადა სიტყვები....საოცარი-ოცნება...

გარეთ ცივა ჩავიჯოჯე თბილად და გარეთ გამოვედით. სუნთქვა შემეკრა????? არააა. სრულ სიმშვიდეში შევედი. Machapuchare დან ამომავალი მზე და გვერდზე მეგობარი! ეს ნამდვილად სრული სიმშვიდეა!!!!!!!!!!
ისე როგორც ყველა ადამიანმაუნდა ნახოს და შეიგრძნოს სიყვარული......ასევე ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ზე-სილამაზიდან ამომავალი საოცრება-ოცნება! არ ვიცი ამის მერე კიდევ უნდა განვაგრძო მოყოლა.....ამ წუთას ვეღარ.

ისევე როგორც ორგაზმის მერე რაღაცა დროა საჭირო რომ ისევ ღრმად ჩაისუნთქო....

Monday, September 1, 2008

sos :)

კარგია გრილაა :) ჰმ ჰმ ნეტა როგორ გავაღვიძო ჩორვენი?/? ხვრინკავს და ხვრინკავს....
იდეები მომაწოდეთ რაა... :)

Thursday, August 28, 2008

marioba

დილა მშვიდობისააააააა!!!!!!!!!!!
უმაგრესი და ულამაზესი დღეა, რომელიც დაიწყო ღამის 1.30 საათიდან. ესე ერთი ამოსუნთქვით ღამე დიდი ხანია არ გამიტარებია. არაჩვეულებრივი საუბრით და მუსიკით.და საოცრებამაც დამანათა.....საოცარი ჰანგებით ......ცოტა კიდევ მოითმინე გულო
მალე ნუში აყვავდება კართან........
ძალიან მიყვარს მარიობა!

Friday, August 22, 2008

????

უკვე ღამის თუ დილის 3 საათია. საკმაოდ დიდი ხანია ვზივარ კომპთან და ვკითხულობ ....ადამიანების აზრებს, მათ სურვილებს ღია თუ ფარულს...... საოცარი ემოცია მქონდა დოდის პაწაწუნა ნარკვევზე.....და საკმაოდ გამიჭირდა რომ მეც დამეწერა :) თან ველოდებოდი ადამიანს რომელიც უნდა შემხმიანებოდა.....და მივხვდი რომ საოცარი გამძლეობის ოპტიმისტი ვარ!!!!! :) :) ეხლა სიამოვნებით დავჯდებოდი ჩემ საყვარელ კაფეში და დავლევდი გლინტვეინს, მოვისმენდი ფრანგულ შანსონებს.... და წავიდოდი ძააალიან შორს.....ჩემ საყვარელ უდაბნოში...ხა :) მთელი თავისი პრელესწებით რომ მიყვარს. ღამეა ცივა. ვდგები უკვე დილის 4 საათია და ვიწყებ სიარულს აქეთ-იქით და თვალს ვერ ვაშორებ ჰორიზონტს......ამოდის ოცნება. მზე!!!!! ჯერ სითბო არ მოყვება. საოცრებაა??? ჯერ დუმილი მინდა. მერე ავყვირდებიი...
რა მაგარიააააააააააააააააააააააააააა

Thursday, August 21, 2008

ცხოვრება მშვენიერია!

აღარ მეგონა თუ სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ.... კიდევ ავიღებდი მედალს :)))))))
video video